ონის მერია განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობის აფრთხილებს.
"ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ფერდობიდან ქვის ცვენის საფრთხე კვლავ არსებობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საღამოს 20:30 საათიდან დილის 9:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე მოერიდოთ ყველანაირი ავტოტრანსპორტით გადაადგილებას,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ონის შესასვლელში ფერდობიდან ქვათაცვენა გასულ კვირაში მოხდა, რის გამოც გზა ჩაიკეტა.