რეკლამა

ვის შეუჩერდა მღვდელმსახურებისა და ზიარების მიღების უფლება ქუთაისში?-სინოდის გადაწყეტილება ცნობილია

ვის შეუჩერდა მღვდელმსახურებისა და ზიარების მიღების უფლება ქუთაისში?-სინოდის გადაწყეტილება ცნობილია

ქუთაის-გაენათის ეპარქია ბაგრატის ტაძარში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით სინოდის დასკვნას აქვეყნებს. საუბარია ბაგრატის ტაძარში, სასულიერო პირებსა და ეპარქიის მღვდელმთავარს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაზე.


 

„კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს, ბაგრატის ტაძართან არსებულ სამღვდელმთავრო შენობაში მომხდარ ინცინდენტზე მოისმიინეს ქუთაის-გაენათის მმართველი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) და აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე სხვა სასულიერო პირთა მოხსენებები.


 

სინოდალურმა კომისიამ, მოსმენილისა და წარმოდგენილი დოკუმენტური მასალის საფუძველზე, შემდეგი რეკომენდაციით მიმართა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ იოანეს, რომ იღუმენ გიორგის (ნებიერიძე) და მღვდელმონაზონ იაკობს (სებისკვერაძე), რომლებსაც თავისი მმართველი მღვდელმთავრის მიერ, ა.წ. პირველი სექტემბრიდან, ბრძანება ნომერი 13-ით შეუჩერდათ მღვდელმოქმედების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე წლის გიორგობის დღესასწაულამდე დარჩეს ძალაში. დამატებით, იგივე ვადით, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება იეროდიაკონ კონსტანტინეს (აბდალაძე), ხოლო ბერ გიორგის (ჩანქსელიანი) და ბაგრატის ტაძრის სტიქაროსან ირაკლი ქუთათელაძეს მაცხოვრის შობის დღესასწაულამდე აეკრძალოთ წმიდა ზიარების უფლება,“-ნათქვამია სინოდის დასკვნაში.



ტეგები:

Facebook - კომენტარები