TOPNEWS » მთავარი თემა » ვანის მერიის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს

ვანის მერიის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს

ვანის მერიის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს

ააიპ “სისხლის ცენტრის“ ინიციატივით და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,  დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. მონაწილეობა მასში 50-მდე მოხალისემ მიიღო. სისხლის დონორობის სურვილი მერიის და საკრებულოს თანამშრომლება, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა და ასევე სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებმა გამოთქვეს. 
  
პროცესი პროფესიონალი ექიმების და ექთნების მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. აქციის ფარგლებში გაღებული სისხლი საქართველოს მასშტაბით 10-მდე ჰოსპიტალს გადაეცემა. 

ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაცია ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ყოველწლიურად იმართება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu