ონის მუნიციპალიტეტში
მრავალძალი - შქმერის დამაკავშირებელი გზა მოეწყობა. გზის პროექტი მუნიციპალიტეტმა უკვე შეიძინა.
"მრავალძალი - შქმერის დამაკავშირებელი საპროექტო გზის მონაკვეთი შეადგენს 8826 გრძ. მეტრს. გრძივი პროფილის დაპროექტებისას გათვალისწინებული იქნა არსებული გზის რელიეფური პირობები და მიწის ვაკისის მდგომარეობა.
აღნიშნული გზის გეგმა და პროფილი დაპროექტებულია ძირითადად არსებული გზის მაქსიმალური გამოყენებით, ხელოვნური ნაგებობების, მიწისქვეშა გადამღვრელების, სანიაღვრე არხების მოწყობის გათვალისწინებით,"-აცხადებენ ონის მერიაში.
“მრავალძალი-შქმერის დამაკავშირებელი გზა, საჩხერე-ონის გზაზე, მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს,"-ამბობს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი.