TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხში, დამეწყრილ გზაზე მოძრაობა აღდგა

ლენტეხში, დამეწყრილ გზაზე მოძრაობა აღდგა

ლენტეხში, დამეწყრილ გზაზე მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე, მათ შორის ამავე გზის 98-ე კმ-ზე საყდრის ხიდთან და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.


“ამასთანავე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ189+200  (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი  და M3 მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტის  მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის  98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე ადიდდა მდინარე, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა.

ჩამოსული მიწის მასის გამო, მოძრაობა ასევე აკრძალული იყო აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე,”-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu