რა ეტაპზეა ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია?
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მიმდინარე რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნენ.
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებს შიდა და გარე ინფრასტრუქტურის ფუნდამენტურ განახლებას, სცენისა და აკუსტიკური სისტემების მოდერნიზაციას.
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ასევე იმყოფებოდნენ: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში) ზაზა ლომინაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.





