რეკლამა

"მინდოდა, რომ გამეკეთებინა ხოხბის ბიზნესი,"- მეექვსეკლასელი ბიზნესმენი სოფელ ძევრიდან

"მინდოდა, რომ გამეკეთებინა ხოხბის ბიზნესი,"- მეექვსეკლასელი ბიზნესმენი სოფელ ძევრიდან

იმერეთში, მეექვსე კლასის მოსწავლემ კოლხური ხოხობის მოსაშენებლად მცირე მეურნეობა მოაწყო. მიქაელ ფანჩულიძე თერჯოლის სოფელ ძევრში ცხოვრობს. ამბობს, რომ პატარაობიდან ჰქონდა მიზანი, გამხდარიყო ბიზნესმენი. 

"მინდოდა, რომ გამეკეთებინა ხოხბის ბიზნესი. ერთ-ერთ პიროვნებას გამოვართვი ხოხბის კვერცხი და შემდეგ გამოვაჩეკინე ეს კვერცხი კრუხს. გაიზარდნენ ხოხბები. კოლხური ხოხობია, გავამრავლეთ და ერთ წელიწადში შეიძლება დავიწყო მათი გაყიდვა,"-ამბობს მიქაელ ფანჩულიძე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები