TOPNEWS » მთავარი თემა » საავტომობილო ხიდი, რომლითაც თერჯოლის ოთხი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, შეკეთებას საჭიროებს
საავტომობილო ხიდი, რომლითაც თერჯოლის ოთხი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, შეკეთებას საჭიროებს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე სოფელ ბარდუბნის მოსახლეობას სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან და ინფრასტრუქტურული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს მდინარე ყვირილაზე არსებული აჯამეთის ხიდის რეაბილიტაციის საკითხი, რომლითაც ოთხი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.
მანუჩარ რობაქიძის თქმით, ხიდის განახლება მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის აკავშირებს აჯამეთის ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი მიწებსა და საძოვრებს.
მერის განცხადებით, პირველ ეტაპზე საჭირო იქნება ინფრასტრუქტურული ობიექტის პროექტირება, რის შემდეგაც, შესაბამისი ვადების გათვალისწინებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.





