TOPNEWS » დღის მთავარი ამბავი » ვინ და რა გამოცდილებით იბრძოლებს ცაგერის მერობისთვის?

ვინ და რა გამოცდილებით იბრძოლებს ცაგერის მერობისთვის?

ვინ და რა გამოცდილებით იბრძოლებს ცაგერის მერობისთვის?

ცაგერის მერობისთვის “ქართული ოცნები”-დან ჭაბუკი ჭაბუკიანი იბრძოლებს. 2022 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცაგერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

მერობის კანდიდატის დოსიე ასე გამოყურება:

დაიბადა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირში. ჰყავს  მეუღლე და ორი შვილი.
 
1989-1996 წლებში სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე, სადაც მიიღო ისტორიკოსის კვალიფიკაცია (მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი).
 
2003-2008 წლებში მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრში ფასილიტატორად.

- 2005 წელს მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სამეურნეო სამსახურში.

- 2008 წელს იყო სპეციალური საარჩევნო კომისიის მდივანი ერაყში (ბაღდადში).

- 2008-2021 წლებში  №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის თავმჯდომარედ.

- 2011-2012 წლებში დაიკავა ქალაქ თბილისის №59 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა.

- 2015-2021 წლებში იყო ტრენერი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში.

- 2021 წლიდან 2025 წლამდე იყო ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

- 2022 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცაგერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

- 2023 წელს იყო შუალედური არჩევნების ცაგერის საარჩევნო შტაბის უფროსი.

- 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იკავებდა შტაბის უფროსის პოზიცის.
 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu