ცაგერის მერობისთვის “ქართული ოცნები”-დან ჭაბუკი ჭაბუკიანი იბრძოლებს. 2022 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცაგერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
მერობის კანდიდატის დოსიე ასე გამოყურება:
დაიბადა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
1989-1996 წლებში სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე, სადაც მიიღო ისტორიკოსის კვალიფიკაცია (მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი).
2003-2008 წლებში მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრში ფასილიტატორად.
- 2005 წელს მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სამეურნეო სამსახურში.
- 2008 წელს იყო სპეციალური საარჩევნო კომისიის მდივანი ერაყში (ბაღდადში).
- 2008-2021 წლებში №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის თავმჯდომარედ.
- 2011-2012 წლებში დაიკავა ქალაქ თბილისის №59 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა.
- 2015-2021 წლებში იყო ტრენერი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში.
- 2021 წლიდან 2025 წლამდე იყო ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
- 2022 წლიდან არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცაგერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
- 2023 წელს იყო შუალედური არჩევნების ცაგერის საარჩევნო შტაბის უფროსი.
- 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იკავებდა შტაბის უფროსის პოზიცის.