ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე მე - 12 კომპლექსურ სპორტულ სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ და საჭირო ინვენტარი გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისელი მსროლელები მალე იასპარეზებენ საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც 3 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით, პნევმატური იარაღით სროლაში გაიმართება. ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, რომელიც საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება.
როგორც დავითმა ერემეიშვილმა აღნიშნა, ტირის სკოლის რეაბილიტაცია წელს დაიწყება.