TOP-NEWS.GE / მატარებელი, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა, ბავშვს დაეჯახა

მატარებელი, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა, ბავშვს დაეჯახა


მატარებელი, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა, ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. 

“უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. 

მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა. ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. 

“საქართველოს რკინიგზა” მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს,”-აცხადებენ “საქართველოს რკინიგზა”-ში. 

8-04-2025, 20:43
უკან დაბრუნება