TOP-NEWS.GE / რიკოთზე დარჩენილი 4 კმ-იანი გზის მშენებლობა-მოდერნიზება დასრულების ეტაპზეა

რიკოთზე დარჩენილი 4 კმ-იანი გზის მშენებლობა-მოდერნიზება დასრულების ეტაპზეა

მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად რიკოთის მაგისტრალის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროგრესს ადგილზე გაეცნო.

ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს 5 ახალი ხიდის და 3 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, 4 კმ-იანი გზის მშენებლობა-მოდერნიზება დასრულების ეტაპზეა, მიმდინარეობს ფერდის დამუშავების, სადრენაჟე არხების მოწყობის და საბოლოო მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

რიკოთის ახალი გზა 8 კმ-ით ამცირებს მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს. 

10-12-2025, 16:46
უკან დაბრუნება