ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში არასრულწლოვნის შევიწროვების ფაქტი დაფიქსირდა. მომხდარის შესახებ არასრულწლოვნის დედა სოციალურ ქსელში წერს, უცნობი მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს და დახმარებას ითხოვს.
"გუშინ ჩემი არასრულწლოვანი, 12 წლის შვილი მგზავრობდა 19 ნომერი ავტობუსით მარტო, "იმედის" სკოლიდან მოდიოდა სახლში. ვცხოვრობთ ნიკეს ქუჩაზე, აისის გაჩერებასთან. ეს არაკაცი გდებულა ავტობუსში, ბავშვი დაინახა თუ არა, დაუწყო შევიწროება. უკითხავს სად მიდიხარო, რა ლამაზი გოგო ხარო და ასე შემდეგ. შემდეგ მოკალათდა სკამზე ისე, რომ წინიდან ეყურებინა ბავშვისთვის და დაუწყია ფოტოების გადაღება. შვილმა მითხრა, არც ერთ კითხვაზე არ ვუპასუხეო, ხოლო როდესაც ფოტოების გადაღება დამიწყო, ვკითხე, რატომ მიღებ ფოტოებსო და მიპასუხა: ლამაზი გოგოები მომწონსო. ამასობაში გაჩერებაზე გააჩერა ავტობუსმა, ბავშვი ჩამოვიდა და ჩამოყვა ეს არაკაცი, უსდევია სახლამდე!!!! ატირებული, შეშინებული და აკანკალებული მოვიდა ბავშვი სახლში.
ხალხო, დამეხმარეთ!! ვიმყოფები ემიგრაციაში, მარტოხელა დედა ვარ, ბავშვს ზრდის ბებია. დღეს ასულა ავტობუსში ისევ ბავშვი და დახვედრია ეს არაკაცი ისევ. რაც მოვახერხე დედა, ფოტო გადავუღეო და ჩამოვედი ავტობუსიდანო. ფოტოს ვდებ შეგნებულად, იქნებ ვინმე იცნობთ. ხვალ დედა მიდის პოლიციაში, აუცილებლად აღვძრავთ საქმეს ამასთან დაკავშირებით. აქ ბევრი ხართ, ვისაც შვილები გყავთ, იცოდეთ ეს ამბავი და გაფრთხილდით, დაარიგეთ ბავშვები,"-წერს არასრულწლოვნის დედა.