OFF ROAD ვარციხე-ფესტივალი ექსტრემის და ადრენალინის მოყვარულებისთვის

OFF ROAD ვარციხე-ფესტივალი ექსტრემის და ადრენალინის მოყვარულებისთვის

17-18 თებერვალს, ბაღდათის სოფელ ვარციხის ტერიტორიაზე, იმერული ტურიზმის კლუბის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური, საერთაშორისო ფესტივალი OFF  ROAD ვარციხე გაიმართება.

"ფესტივალი ტარდება - შატო ვარციხე • Chateau Vartsikhe პატრონაჟით, ფესტივალის ორგანიზატორია - ქუთაისის ოფროუდ ფედერაცია 
ფესტივალის ძირითადი მხარდამჭერია - DMO Imereti, ფესტივალის მხარდამჭერია - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.
ვის შეუძლია ფესტივალში მონაწილეობა?- სტანდარტულ, მოდიფიცირებულ და პრო მოდიფიცირებულ ავტომობილებს. საპრიზო ფონდი გათვალისწინებულია სამივე კატეგორიის ავტომობილებისთვის.

რეგისტრაცია/ბრიფინგი 17 თებერვალი 09:00 სთ. შეჯიბრი, 18 თებერვალი, 10:00 სთ. შეჯიბრის ჩატარების ადგილი - შატო ვარციხის მიმდებარე ტერიტორია.

რა დაგხვდება უშუალოდ შეჯიბრის გარდა? "კარვების სოფელი", დიდ კასრებში აგიზგიზებული ცეცხლი, იმერული გემრიელობები და არომატული სასმელი. ოფროუდის ფინალურ ღონისძიებაზე მონაწილეებისა და გულშემატკივრების განწყობაზე იზრუნებს Dj Bekins არაჩვეულებრივი ელექტრონული მუსიკით. ასევე, მუსიკალური რეპერტუარით გაგვამხნევებს ხონის სასულე ორკესტრი. არ გამოტოვო, წამოდი ვარციხეში და დახარჯე ბევრი ადრენალინი,"-ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები