“მნიშვნელოვანია, ქუთაისს ჰქონდეს თანამედროვე ტიპის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სადაც ბავშვები იქნებიან კომფორტულ გარემოში“
ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი და უქიმერიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ამირან კოპალეიშვილი მოსახლეობას გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდნენ.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, პარლამენტის წევრი ზაზა ლომინაძე და საკრებულოს წევრი დიმიტრი მხეიძე.
დავით ერემეიშვილმა მოსახლეობას იმ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომლის განხორციელებასაც ის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს.
მისივე განმარტებით, ქალაქისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, თუმცა ამავდროულად უნდა მოხდეს, ახალი კულტურის ცენტრების და სპორტული დარბაზების მშენებლობა.
მისთვის როგორც მერისთვის, მნიშვნელოვანია, ქალაქს ჰქონდეს თანამედროვე ტიპის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, სადაც ბავშვები იქნებიან კომფორტულ გარემოში და მათ ყველა პირობა ექნებათ იმისთვის, რომ დაეუფლონ ხელოვნებას.
დავით ერემეიშვილმა ასევ აღნიშნა, რომ ახალი კულტურის ცენტრის მშენებლობა დაგეგმილია გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში.





