რეკლამა

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია გაგრძელდება

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია გაგრძელდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი დასრულდა.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო, რომელიც სამუშაოებს 96 309 131 ლარად შეასრულებს.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ასფალტის საფარი, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ხიდებს, გზის სადრენაჟე მილებს, კიუვეტებს, აშენდება საყრდენი კედლები, მოინიშნება გზა და მოეწყობა უსაფრთხოების ბარიერები.

გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები