TOP-NEWS.GE / გურიასა და იმერეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სათბობი შეშა დაურიგდება

გურიასა და იმერეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სათბობი შეშა დაურიგდება

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, 140 ტონა გაგზავნილი პროდუქტი გურიის მხარის სამ  მუნიციპალიტეტში და 40-მდე ტონა იმერეთის მხარის ექვს მუნიციპალიტეტში განაწილდა და მოსახლეობას გადაეცა.

გურიის რეგიონში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა საშეშე რესურსითაც მოამარაგა.  ეროვნული სატყეო სააგენტო-მ,  რეგიონში ჯამში, 1200 კუბური მეტრი სათბობი შეშა  გააგზავნა.

სათბობი მერქანი გურიის რეგიონის „საქმიან  ეზოებში“ გადანაწილდა, საიდანაც  რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მომარაგდა.

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ჩართულია დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)-ს 30-მდე რეინჯერი შესაბამისი მაღალი გამავლობის მანქანებით და ბურანებით. რეინჯერები, საჭიროებისამებრ, ახდენენ მოსახლეობის ტრანსპორტირებას, ასევე ჩართულნი არიან სტიქიის ზონის დრონებით მონიტორინგის პროცესში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი-ის  ეკიპაჟები ჩართულები არიან როგორც მოქალაქეთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფაში, ასევე ახორციელებენ მედიკამენტებითა და სურსათით მომარაგებას.

1-03-2025, 11:43
უკან დაბრუნება