TOP-NEWS.GE / სახალხო დღესასწაული ვანში-როგორ ჩაიარა “ვანელობა 2025”-მა?

სახალხო დღესასწაული ვანში-როგორ ჩაიარა “ვანელობა 2025”-მა?

ვანში სახალხო დღესასწაულის ტრადიცია გრძელდება. 

“ვანელობა 2025”-ის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში ყველა თაობის ადამიანის ინტერესებზე მორგებული სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილი იყო ფოტოზონები, ასევე ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს შემოდგომის ნობათთან ერთად, ხელნაკეთი ნივთები ჰქონდათ წარმოდგენილი. 

“ვანელობა 2025”-ს ფარგლებში, საზეიმო ღონისძიება ვანის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებამ და კონცერტმა დაასრულა. სამომავლოდ ვანის ადგილობრივი ხელისუფლება “ვანელობის” კიდევ უფრო მასშტაბურად აღნიშვნას გეგმავს. 

21-09-2025, 19:47
უკან დაბრუნება