TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

 ქუთაისში მერაბ კოსტავას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისიდან 31 აგვისტომდე, აღნიშნულ ქუჩაზე, გელათის ქუჩის კვეთიდან დავით ჩირაძის ქუჩის კვეთამდე,  დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

"შესაბამისად, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზები:

M3 კატეგორიის  N19  და  M2 კატეგორიის N141  სატრანსპორტო საშუალებები,  სოლომონ პირველისა და  სოლომონ მეორის ქუჩების კვეთიდან ( საფიჩხიის ცენტრიდან) ქალაქის ცენტრის მიმართულებით,  ნაცვლად კოსტავას ქუჩისა,  იმოძრავებენ გელათის  ქუჩის გავლით,"-აცხადებენ მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu