TOPNEWS » მთავარი თემა » მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს, ღამის საათებში, 30 000-მდე ვიზიტორი ეწვია

მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს, ღამის საათებში, 30 000-მდე ვიზიტორი ეწვია

მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს, ღამის საათებში, 30 000-მდე ვიზიტორი ეწვია

12 ივნისიდან დღემდე, 3D განათებით აღჭურვილ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს, ღამის საათებში, 30 000-მდე ვიზიტორი ეწვია-ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 

"3D განათების სისტემები, საქართველოში პირველად, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე დამონტაჟდა. 3D განათების სისტემით აღჭურვამ ვიზიტორებს საშუალება მისცა, ღამის საათებშიც იმოგზაურონ ულამაზეს დაცულ ტერიტორიებზე, რამაც მნახველების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და ინტერესი განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამოირჩევა ვიზიტორთა სიმრავლით. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს, დაცულ ტერიტორიებზე დანერგოს სიახლეები, რათა მოგზაურობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე ვიზიტი ყოველ დღე, 10:00 დან 00:00 საათამდეა შესაძლებელი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu