რეკლამა

რა სიახლეებს გეგმავს ტყიბულის მერია სოფელ მუხურაში?

რა სიახლეებს გეგმავს ტყიბულის მერია სოფელ მუხურაში?

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში ქართული ჭიდაობის წრე გაიხსნა. ახალბედა სპორტსმენები მუხურუს საჯარო სკოლის ახალი დარბაზში ივარჯიშენებ. აქამდე სოფელს მსგავსი შესაძლებლობა არ ჰქონია.
 
"ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენელებთან ერთად პირადად დაესწრო ჭიდაობის წრის გახსნას. აღსანიშნავია, რომ საჭიდაო ხალიჩა მუნიციპალიტეტმა შეიძინა და წრეც სპორტულ ცენტრის ბაზაზე იფუნქციონირებს. 

დავით ჩერქეზიშვილმა დარბაზში შეკრებილ მოსახლეობას ის სიახლეები გააცნო, რაც სოფელში უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. სულ მალე მუხურაში ფარმაცევტული მომსახურების სერვისი გაჩნდება, რომელიც სააფთიაქო ქსელ "ლიდერი ფარმას" ბაზაზე გაიხსნება. ასევე,  ცენტრში იგეგმება სკვერისა და სტადიონის, სოფლის შესასვლელში კი, ტურისტული ლოკაციის მოწყობა. სკოლის მოსწავლეებისათვის მომავალი სასწვლო წლიდან ჭიდაობის წრის პარალელურად, მუსიკალური წრეც იფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის თხოვნით, სოფელ მუხურის ამბულატორიაში ახლახანს  ექიმი დაემატა, ასევე სოფელს ჰყავს  ვეტერინარი, რომელიც ადგილობრივებს  უფასო მომსახურებას გაიუწევს,"-აცხადებენ ტყიბულის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები