ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს - მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, რომელიც 44 400 ლარს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, 164 პროექტი განხორციელდება.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სოფელ ხევში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აგრეთვე, ხაზი გაესვა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ პროექტებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხარაგაულის მერმა საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატში კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.