ვანის მუნიციპალიტეტში, ვანი-ზედავანი-გადიდის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში დაიგება 3.3 კმ გზა, აქედან 800 მ ბეტონის გზა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები, მოსახლეობის ჭიშკრებთან მისასვლელები, სანიაღვრე არხები და კიუვეტები.
ვანი-ზედავანი-გადიდის საავტომობილო გზის ვანის მონაკვეთზე სრულად არის დასრულებული სასმელი წყლის სარეაბილიტაციო და კანალიზაციის სისტემის მოწყობის სამუშაოები.
პროექტი დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში და მისი ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს.