სტიქიის შედეგად დაღუპული 26 პირიდან 23 იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს 7 დაკარგულის ძებნა. იდენტიფიცირებული გარდაცვლილის ოჯახის წევრი ჰყვება, რომ ცხედარი ხიდის სიახლოვეს იპოვეს.
"თემური და დიტო ამოიცნეს, ჯერჯერობით, ნიკა არა. მე როგორც ვიცი, ჩემი თემური ხიდთან ამოიყვანეს, წყალმა წამოიღო ცხედარი, ამიტომაა შენახული ალბათ.
ისეთ ადგილზე იყო, რომ გადარჩენის შანსი არ იყო. ვრეკავდი ისტერიულად ზარი გადიოდა, მაგრამ მიუწვდომელიაო მეუბნებოდა, რაღაც მომენტში ტელეფონი იჭერდა მერე შეწყდა კავშირი,"- აცხადებს ერთ-ერთი დაღუპულის ახლობელი.