TOP-NEWS.GE / ვანის სოფლებში მოსახლეობა პროექტებს ირჩევს

ვანის სოფლებში მოსახლეობა პროექტებს ირჩევს

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.  ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე სოფლების - უხუთის, ზეინდარის, შუაგორას, სალომინაოს და ფერეთას მოსახლეობას შეხვდნენ. 

“გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უფრო პრიორიტეტული იყო.

ესენია: შიდა საუბნო გზების შეკეთება, გარე განათება, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და  სასმელი წყლის მილების მიწოდება,”-აცხადებენ ვანის მერიაში. 

5-02-2025, 20:00
უკან დაბრუნება