TOPNEWS » მთავარი თემა » რა გელოდებათ ზესტაფონში 14 და 15 ივლისს?

რა გელოდებათ ზესტაფონში 14 და 15 ივლისს?

რა გელოდებათ ზესტაფონში 14 და 15 ივლისს?

14 და 15 ივლისს ქალაქ ზესტაფონში განსაკუთრებული დღეები გელით.

სოფელ ცხრაწყაროში, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის თეატრონი არტ-გენის ფესტივალს და ქართულ - ბერძნულ კონცერტს უმასპინძლებს.

 14 ივლისს, არტ-გენის ფარგლებში, მოეწყობა ქართული ღვინისა და კულინარიის კუთხეები, მრავალფეროვანი დასასვენებელი სივრცეები, გამოფენა - გაყიდვა, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. დასკვნით კონცერტს ბენდი ჩვენებურები, GAGA FRANI და REGGAON გამართავენ.

15 ივლისს, 18:30 სთ-ზე კი დაიწყება საბერძნეთში დაბადებულ - გაზრდილი ბავშვებისგან დაკომპლექტებული ანსამბლის კონცერტი. საკონცერტო რეპერტუარში წარმოდგენილი იქნება, როგორც ბერძნული ხალხური ცეკვები, ასევე ემიგრანტი ბავშვების მიღწევები ქართულ ფოლკლორში.

დასწრება ორივე ღონისძიებაზე თავისუფალია.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu