TOP-NEWS.GE / სვანეთში, უშბის მთაზე მთამსვლელი დაიღუპა

სვანეთში, უშბის მთაზე მთამსვლელი დაიღუპა

სვანეთში, უშბის მთაზე მთამსვლელი
დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.  

“უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად. 

მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში  მოხდა 3 პიროვნების უვნებლად  აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა. 

გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში,”-აცხადებენ სამსახურში. 

22-05-2025, 20:29
უკან დაბრუნება