რეკლამა

უახლოეს მომავალში ხონში 200 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია იგეგმება

უახლოეს მომავალში ხონში 200 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია იგეგმება

 ხონში რეგიონული მნიშვნელობის ჩაის ქარხანა ფუნქციონირებს, სადაც ამ ეტაპზე მაღალი ხარისხის ჩაი იწარმოება, რომელიც ექსპორტზე გადის.

სოფელ ახალშენში ჩინური ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფისა და საპარტნიორო ფონდის თანამშრომლობით  შექმნილ  ჩაის ქარხანას დღეს ხონის მუნიციპალიტეტის მერი  ლადო ჯურხაძე ესტუმრა,  წარმოების პროცესს ადგილზე გაეცვნო,  ინვესტორებსა და  დასაქმებულებს  გაესაუბრა.

"ეს ინვესტიცია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. მისასალმებელია ის, რომ ქარხნის სიმძლავრე საშუალებას იძლევა გადაამუშაოს როგორც ადგილობრივი ნედლეული, ისე რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს ემსახურება. ჩვენი ფერმერები მარტივად შეძლებენ დაკრეფილი  ჩაის  რეალიზებას, ასევე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი  ტრანსპორტირების ხარჯი. პროცესი ხელს შეუწყობს დასაქმებასა და და ჩაის მეურნეობების  განვითარებას,"-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

ქარხანაში ამ ეტაპზე მაღალი ხარისხის ჩაის ამზადებენ. ინვესტორები წარმოების გაფართოებასა და მრავალფეროვანი ჩაის პროდუქციის დამზადებას გეგმავენ. 

ათეული წლების განმავლობაში ეკალ - ბარდებად ქცეული ჩაის პლანტაციების აღდგენას სახელმწიფო პროგრამის "ქართული  ჩაის" ფარგლებში უწყობს ხელს. პლანტაციების დიდი ნაწილი 260 ჰექტარი აღდგენილია, უახლოეს მომავალში იგეგმება 200 ჰექტარის რეაბილიტაცია და პროცესი გრძელდება. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები