TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.
ააიპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების” ცნობით, აღსაზრდელთა რეგისტრაცია 1-ლი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით მოხდება.
“ბავშვის ჩასარიცხად, თქვენ მიერ შერჩეულ ბაგა-ბაღში საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
✅ ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
✅ ორი ფოტოსურათი (ფორმატი ¾);
✅ ჯანმრთელობის ცნობა;
✅ მშობლების პირადობის მოწმობის ასლები,”-აცხადებენ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.





