TOP-NEWS.GE / ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება

ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება


ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.

ააიპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების” ცნობით, აღსაზრდელთა რეგისტრაცია 1-ლი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით მოხდება.

“ბავშვის ჩასარიცხად, თქვენ მიერ შერჩეულ ბაგა-ბაღში საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

 ✅ ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
 ✅ ორი ფოტოსურათი (ფორმატი ¾);
 ✅ ჯანმრთელობის ცნობა;
 ✅ მშობლების პირადობის მოწმობის ასლები,”-აცხადებენ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში. 

27-08-2025, 12:48
უკან დაბრუნება