ქუთაისში 14+ სართულიანი საცხოვრებელი სახლის სამი ფასადი ქართული ტრადიციული სუფრის ელემენტებით მოიხატა.
მასშტაბურ ნამუშევარზე ქართველმა
მხატვრებმა-თინა ჩეტოვამ, ირაკლი ქადეიშვილმა და ანა ჯაფარიძემ იმუშავეს.
მისი ნახვა ქუთაისში, გამსახურდიას და აღმაშენებელის ქუჩების კვეთაზე შეგიძლიათ.
ფესტივალის დაარსებაში და მის მხარდაჭერაში აქტიურად იყო ჩართული ქუთაისის მერია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.