ა(ა)იპ “ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით და არქიტექტურული კომპანია MA Architects-ის პარტნიორობით ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი კონკურსი „დაიორამა“ მიმდინარეობს (პროექტის ავტორი: გაერთიანების განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი მანანა გვენეტაძე).
კონკურსის მიზანია არქიტექტურული უნარ-ჩვევებით დაჯილდოებული მოსწავლეების აღმოჩენა. მათ დავალებად მიცემული ჰქონდათ საკუთარი ხელით შეექმნათ მაკეტები , თუ როგორი წარმოუდგენიათ ქუთაისის არქიტექტურული კონცეფცია მომავალში. კონკურსის პირველი ეტაპი - განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია. წარმოდგენილი ნამუშევრების ფინალურ ეტაპზე პრეზენტაცია მოხდება 14 მაისს, 15:00 საათზე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში.
პროექტის მიმდინარეობისას კონკურსანტებს აქტიურად ხვდებოდა და პროფესიულ კონსულტაციას უწევდა არქიტექტურული კომპანია MA Architects-ის დამფუძნებელი ვეფხია მხეიძე.
გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოების ცერემონია 26 მაისს, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება.