ქუთაისის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეები დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
საპატიო და ღვაწლმოსილი წოდების მინიჭების ცერემონია ბოტანიკური ბაღის ამფითეატრში გაიმართა.
ქუთაისის საპატიო მოქალაქის სამკერდე ნიშანი გადაეცათ:
მარიკა სამანიშვილს, ივანე ჟორჟოლიანს, ოთარ ჩიხლაძეს, რუსუდან ლორთქიფანიძეს, თეიმურაზ ლანჩავას, თეიმურაზ ჩეჩელაშვილს, ესტატე გოგლიჩიძეს, ავთანდილ ყურაშვილს, გურამ გვენცაძეს, ომარ ლანჩავას, აფი გიგანს, ჯეირან ფაჩუაშვილს, ბორის ჩაკვეტაძეს, ვალერი მინდიაშვილს, ზაალ ებანოიძეს და დავით ჭაჭიაშვილს.
ღვაწლმოსილი მოქალაქის საპატიო სიგელი გადაეცათ:
დავით გუგავას, ედიშერ ასათიანს, ნოდარ ქელბაქიანს, ომარ ქელბაქიანს, მალხაზ ახვლედიანს, რუსუდან ჭეიშვილს, ვლადიმერ აბდალაძეს, დავითი რუხაძეს, კოსტა სვანიძეს, გრიშა რატიანს, გოჩა გუბელაძეს, შოთა ჯავახიშვილს, გივი კვინიკაძეს და გურამ ნიშნიანიძეს.