აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავ მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
მგზავრების განცხადებით, მაგისტრალზე უამინდობის მიზეზით, გადაადგილება გართულებია. გზაზე არის საცობები და ავტოსაგზაო შემთხვევები.
"რიკოთით არ წახვიდეთ, სულ ავარიებია და საცობი,"-ამბობს საბა ბუაძე.
"ავარიები იმიტომაა, რომ საშინელი წვიმა იყო და დადიან გიჟებივით, ვინ რომელი მხრიდან გისწრებს, ვერ ხვდები,"-ამბობს გვანცა აბესაძე.
"ავარიები იქნება. გუშინ ჩამოვედი. რიკოთის გვირაბში 2 მსუბუქი ავტომობილი გავიდა წინსწრებით ტრაილერზე, თბილისიდან კიდე ტრაილერი და ავტობუსი მოდიოდა, უკან მანქანები, გული გამიჩერდა,"-ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.