TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისი-ონის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ქუთაისი-ონის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, შეზღუდვის მიზეზი დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენის მიზნით მიმდინარე სამუშაოებია.