TOP-NEWS.GE / ქუთაისი-ონის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ქუთაისი-ონის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც საავტომობილო გზების  დეპარტამენტში აცხადებენ, შეზღუდვის მიზეზი  დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენის მიზნით მიმდინარე  სამუშაოებია.

11-09-2023, 14:32
უკან დაბრუნება