კურორტმა საირმემ შესაძლოა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტოს?

კურორტ საირმის არსებობის ისტორიაში, პირველად დგება ის მომენტი, როცა შესაძლოა სასტუმრომ დროებით ფუნქციონირება შეწყვიტოს-აღნიშნულის შესახებ სასტუმროს წარმომადგენელი გოგი დაუშვილი საუბრობს.
მისი თქმით, მიზეზი სასტუმროს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებია.
“ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა და ძალიან დიდი ზარალი მიადგა კურორტს. საუბარია 300-ზე მეტი თანამშრომლის უსამსახუროდ დატოვებაზე, რომლებიც წლებია კეთილსინდისიერად ემსახურებიან კურორტს და უდიდესი წვლილი მიუძღვით ყველა წარმატებაში.
ეს ყველაფერი რომ შეჩერდეს და კურორტმა სრულფასოვნად განაგრძოს ფუნქციონირება, საჭიროა შეჩერდეს აქციები და სასტუმრომ გააგრძელოს ჯანსაღად ოპერირება,”-ამბობს გოგი დაუშვილი.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები კურორტის ტერიტორიაზე სამონადირეო კომპლექსის მოწყობას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მათ კუთვნილ მიწებს ართმევენ.