TOP-NEWS.GE / ვანში სოფლების-ზედავანი-გადიდი-ონჯოხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

ვანში სოფლების-ზედავანი-გადიდი-ონჯოხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

ვანის მუნიციპალიტეტში სოფლების-ზედავანი-გადიდი-ონჯოხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. სამუშაოების დასრულებას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია ადგილზე გაეცნენ. 
  
“ხიდის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობდა: დაიგო ასფალტი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი და ჯებირები. ხიდის სიგრძე 21 მეტრია;  სიგანე 9მ, მათ შორის საავტომობილო გზა -6,5მ. 

  პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 877 500 ლარით დაფინანსდა. ხიდის მშენებლობას აწარმოებდა შპს  „Construction service“-ი,”-აცხადებენ ვანის მერიაში. 

21-07-2025, 22:36
უკან დაბრუნება