ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ აქცია-კონცერტი გაიმართება

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ აქცია-კონცერტი გაიმართება

29 აპრილს, 19:00 საათზე, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ აქცია-კონცერტი გაიმართება. 

კონცერტზე დაუკრავს:
- SKAZZ
- ვიპლიკები
- Red Wine

"ამ გზით, ჩვენ ქუთაისელები, ახალგაზრდები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ამ კანონის მიღების წინააღმდეგები ვართ.

საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, კანდიდატის სტატუსის ფონზე, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას. ამ კანონის მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი”, – აცხადებენ სამოქალაქო სექტორში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები