TOPNEWS » მთავარი თემა » "იმერეთის 100 ძეგლი,"-ახალი წიგნი, რომელიც იმერეთს გაგაცნობთ

"იმერეთის 100 ძეგლი,"-ახალი წიგნი, რომელიც იმერეთს გაგაცნობთ

"იმერეთის 100 ძეგლი,"-ახალი წიგნი, რომელიც იმერეთს გაგაცნობთ

გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თსუ-ს ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის ავტორობით წიგნი-"იმერეთის 100 ძეგლი“ გამოიცა.

ნაშრომში წარმოდგენილია იმერეთის ძეგლების ფოტოები, მუნიციპალიტეტების რუკები, ობიექტების შესახებ არსებული ლეგენდები და თქმულებები, სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე დაწერილი საცნობარო ტექსტები. თითოეული ძეგლის ადვილად მისაგნებად წიგნში წარმოდგენილია ობიექტების ზუსტი მდებარეობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, მისასვლელი გზა (მანძილი თბილისიდან, ქუთაისიდან, ადმინისტრაციული ცენტრიდან), აგრეთვე გეოგრაფიული კოორდინატები. წიგნი არის A4 ფორმატის და მოიცავს 124 ფერად ილუსტრირებულ გვერდს.

გიორგი დვალაშვილის თქმით, აქამდე გამოცემულია 3 ალბომი, რომელიც საქართველოს კულტურული და ბუნებრივი ძეგლების აღწერას შეიცავს. 2017 წელს გამოსულ წიგნში – „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“, რომლის იდეაც ზაზა ხიდურელს ეკუთვნის, ავტორი კი გიორგი დვალაშვილია, 350-ზე მეტი ძეგლის აღწერა შევიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი დვალაშვილი წლებია ეწევა საექსპედიციო საქმიანობას და დაწვრილებით აქვს შესწავლილი იმერეთის კულტურული და ბუნებრივი ძეგლების მონაცემები, ამ კრებულში იმერეთიდან მხოლოდ 13 ძეგლი მოხვდა. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველოს რეგიონებში არსებული ძეგლების შესახებ ინფორმაცია ცალ-ცალკე კრებულებში გამოქვეყნებულიყო. ბუნებრივია, პირველი გამოცემა იმერეთის შესახებ მომზადდა და მასში განთავსდა წლების განმავლობაში ექსპედიციების დროს მოძიებული მასალები.

 წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია. შესაძენად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ავტორს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu