TOPNEWS » მთავარი თემა » ვანის სოფელ სულორში ჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა

ვანის სოფელ სულორში ჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა

ვანის სოფელ სულორში ჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა

ვანში, სოფელ სულორში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა. შესაბამის ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 19 ივნისით თარიღდება, ხელს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ელენე ღუბიანური აწერს. 

დოკუმენტის მიხედვით, ვანის მუნიციპალიტეტში შპს „ბ. პ. ჰესის“ სულორის ჰესების პროექტის სკოპინგის დასკვნა გაუქმდა, რადგან 2022 წელს გაცემული დასკვნიდან 3 წლის განმავლობაში კომპანიამ ვერ მიიღო საბოლოო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

ამასთან, გადაწყვეტილება კომპანიასა და შესაბამის უწყებებს უკვე გადაეგზავნა, ასევე განთავსდა გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე და ვანის მუნიციპალიტეტის შესაბამის დაფებზე.

კომპანიას აქვს ერთი თვე, რათა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu