TOP-NEWS.GE / ამბროლაურში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

ამბროლაურში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, ამბროლაურში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. 

დათუნიკა სხირტლაძის სახელობის სკვერში 25 ძირი სოჭის ნერგი დაირგო.

გამწვანების სამუშაოებში  რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული,პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესთან ერთად ჩაერთო. 
 
ბაჩანა ბრეგვაძის და  დათუნიკა სხირტლაძის სახელობის  სკვერში ასევე დამონტაჟდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერები, რომელთა საშუალებით ტერიტორია გაკონტროლდება.

9-06-2025, 21:48
უკან დაბრუნება