ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს ძველი კერძებით გაუმასპინძლდნენ

ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს ძველი კერძებით გაუმასპინძლდნენ

ჭიათურის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს ძველი საკვებით გაუმასპინძლდნენ.  

"გუშინ საღამოს კოლექტივმა შევუკვეთეთ სუფრა ჭიათურის ერთ ერთ რესტორანში, სპეციალურად არ დავასახელებ მისამართს. თქვე კაი დედმამიშვილებო, ამხელა თანხას რომ ახდევინებთ ხალხს,  საჭმელი რომ ახალი და საღი უნდა მიუტანოთ, ეს ახალი არითმეტიკაა? სალათის ყველა სახეობა იყო ამჟავებული, ოსტრი ალბათ ასჯერ განაცხელები, ისეთი შავი იყო, სურვილიც არ გაგიჩნდებოდა გეჭამა.

 სალათი აყროლებული. ალბათ სამი სუფრა ჰქონდა გამოვლილი და ბოლოს სირცხვილიიი!!!! ხალხო ორი ბოთლი ლიმონათი მოგვყიდეს ხელახლა, აუცილებლად ამოიცნობთ თქვენ თავს და ჩვენი ფეხი აღარ იქნება მანდ, მაგრამ ეს სხვასთან აღარ გაიმეოროთ, თქვენ ხალხი დებილი ხომ არ გგონიათ? რიგი მიზეზების გამო დაგინდეთ და არ გამოგააშკარავეთ აქ.

სინდისს მოუხმეთ, ჭიათურა პატარა ქალაქია და ვინ ვის რაში დაჭირდება, არავინ იცის. ბოლოს ფული ყველაფერი არ არის ცხოვრებაში, სხვა ფასეულობებიც არსებობს, რასაც ადამიანობა და ურთიერთპატივისცემა ჰქვია,"-აცხადებენ უკმაყოფილო სტუმრები.


ტეგები:

Facebook - კომენტარები