ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა.
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით გიორგი ჭიღვარია აირჩიეს.
გიორგი ჭიღვარია 2017-2019 წლებში ქალაქის მერის პოზიციას იკავებდა. თანამდებობა მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, პირველი მოადგილე მარეხ ნიჟარაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები- ამირან კოპალეიშვილი და ლაშა გვენეტაძე იქნებიან.