TOP-NEWS.GE / ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი მიმდინარეობს

ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი მიმდინარეობს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ქალაქში დაგეგმილი  ინფრასტრუქტურული  სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

მიმდინარეობს მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მორიგი ეტაპი,  დანიელ ჭონქაძის ქუჩისა და ავტომშენებლის გამზირის გასწვრივ მდებარე მონაკვეთზე.  

პროექტის  მიხედვით, გათვალისწინებულია ოღასკურას კალაპოტისა და მასზე არსებული ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისათვის სტიქიის ფონდიდან 4 133 331 ლარია განსაზღვრული. 

30-01-2025, 13:18
უკან დაბრუნება