საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერ დავით ბახტაძესთან ერთად სამტრედიის №4 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ.
450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება, პარალელურად მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
ახალი სკოლა თანამედროვე სასწავლო სივრცეებით აღიჭურვება და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სკოლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ბოლოს იგეგმება.