რეკლამა

ქუთაისში, სასაფლაოზე ცოცხალი ადამიანების ფოტოები და ბოქლომები დაფლული იპოვეს

ქუთაისში, სასაფლაოზე ცოცხალი ადამიანების ფოტოები და ბოქლომები დაფლული იპოვეს

ქუთაისში სასაფლაოზე ცოცხალი ადამიანების ფოტოები და ბოქლომები დამარხული იპოვეს. შემთხვევა მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოხდა. 

როგორც ცნობილია, სამ სხვადასხვა საფლავზე დამარხული იყო 20-მდე ცოცხალი ადამიანის ფოტო და ბოქლომები. ფოტოზე გამოსახული პირები ქუთაისში სხვადასხვა სფეროში ცნობილი ადამიანები არიან. მათ შორის არის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. 

ფოტოები ჭირისუუფლებმა მას შემდეგ იპოვეს, რაც საფლავებმა უსწორმასწორო მიწა შენიშნეს და მისი მოსწორება გადაწყვიტეს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები