"ქართული ოცნების" ლიდერები დღეს შეხვედრებს ამბროლაურსა და ონში გამართავენ.
პარტიული კონფერენციების ფარგლებში, რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრის გარდა, ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ირჩევენ.
"დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო". დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“,-განაცხადა კახა კალაძემ.