TOPNEWS » მთავარი თემა » რა დაპირება მიიღეს იმერელმა ბიზნესმენებმა ხელისუფლებისგან?

რა დაპირება მიიღეს იმერელმა ბიზნესმენებმა ხელისუფლებისგან?

რა დაპირება მიიღეს იმერელმა ბიზნესმენებმა ხელისუფლებისგან?

ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი იმერეთში შეხვედრებს მართავს. ლევან დავითაშვილი თერჯოლასა და ზესტაფონში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებსა და მეწარმეებს შეხვდა. 

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე სახელისუფლებო გუნდმა მათი საჭიროებები მოისმინა და ამ დრომდე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

როგორც დავითაშვილმა განაცხადა, მოისმინეს ბიზნეს სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ, გაეცნენ მეწარმეების საჭიროებებს და რეაგირების გზებზეც ისაუბრეს.

"ხელისუფლებისგან მივიღეთ დაპირებები, რომ ქვეყანაში იქნება მშვიდობა და გაგრძელდება ეკონომიკური წინსვლა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია,"-აცხადებენ მეწარმეები. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu